ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის 156-ე და 89-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პლასტმასის შემცირებისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

თბილისის 156-ე და 89-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პლასტმასის შემცირებისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის 156-ე და 89-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პლასტმასის გამოყენების შემცირების აუცილებლობისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. განხილული იყო ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობა, პლასტმასით გარემოს დაბინძურების შედეგები, ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების შემცირების გზები და ეკომეგობრული ალტერნატივები.

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე ჯგუფურ აქტივობებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

მსგავსი ფორმატის შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.

საჯარო განხილვების არქივი