ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა

სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 21 ადგილობრივი, რომლებმაც დარგში თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ეფექტიანი მეცხოველეობის მართვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტრენინგის მიზანი იყო მესაქონლეობის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე აგრარული პრაქტიკების გაცნობა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული მიმართულებით რეგულარულად ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება, ასევე აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი სისტემატურად ატარებს თემატურ ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე.

საჯარო განხილვების არქივი