ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საჯარო კონსულტაცია კლიმატის ცვლილების კანონის  „მწვანე წიგნის“ შესახებ

საჯარო კონსულტაცია კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ

მიმდინარე წლის 26 აპრილს 11 საათზე ქ.თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქართული უნივერსიტეტის ქ. N1) კლიმატის ცვლილების კანონის  „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართება.

საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:

https://us06web.zoom.us/j/85289209889?pwd=UzdlbDd6M1RkUURxeWM4amRKMVZYQT09  
Meeting ID: 852 8920 9889 
Passcode: 2023

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)  და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა, რაც გამოკვეთს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში. 

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს. 

აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლიკა ფხოველიშვილი (ელ.ფოსტა: lika.pkhovelishvili@eiec.gov.ge; ტელ: 595503081).

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/3036  

საჯარო განხილვები