ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს 14:30 საათზე. 

საჯარო განხილვა გაიმართება სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ (მისამართი: ქ.თბილისი, 26 მაისის მოედანი N1).

შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ონლაინ დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/83610574710

Meeting ID: 836 1057 4710 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი.

გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა გრძელდება და შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 7 აგვისტოსი შემდეგ ელ-ფოსტაზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge.

გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ქ. თბილისის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტს“ დანართებთან ერთად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე - https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/5251  

საჯარო განხილვები