ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის საჯარო განხილვა

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მომზადდა დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის დოკუმენტი. 

კონცეფცია, როგორც სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, ასახავს დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე ბუნების კონსერვაციის მიმართულებით ეროვნულ ხედვას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეფექტური პოლიტიკისა და კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით. იგი ადგენს სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის - დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებისა და სრულყოფის დარგობრივი პოლიტიკის საფუძველს  ბიოლოგიური მრავალფეროვნების  შესახებ კონვენციის „კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს“ მე–3 მიზნის შესაბამისად. 

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ფართო კონსულტაციების ფარგლებში. 

აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების მისაღებად და საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად, დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართება 2024 წლის 13 დეკემბერს, 15:00 საათზე. 

დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=88310924209  

დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტების შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების  წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Teona.Karchava@mepa.gov.ge

საჯარო განხილვები