ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

2023 წელს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 76 ლექცია-სემინარი

2023 წელს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 76 ლექცია-სემინარი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების შესახებ. 

2023 წელს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 76 ლექცია-სემინარი და 6 ვებინარი 2500-ზე მეტი მოსწავლისათვის შემდეგ თემებზე:

ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო
დაცული ტერიტორიები
დედამიწის საათი
წყალი და ენერგია
რადიაცია - მისი გამოყენება და შესაძლო საფრთხეები  
პროფესია მეტყევე
ნარჩენების მართვა
ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში
ფუტკრები
მინდვრიდან სუფრამდე
დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე
მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე და მეტეოროლოგიის პროფესია
გეოლოგია

დაინტერესებულ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე. 

ლექცია-სემინარები ტარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მის: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N34). თბილისში და მიმდებარე ტერიტორიზე შესაძლებელია სკოლებში ჩატარებაც. 

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ლექცია-სემინარებში, დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელს ანა მანჯავიძეს (მობ: 555233536; ელ.ფოსტა: anna.manjavidze@eiec.gov.ge)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://eiec.gov.ge/Ge/LectureSeminars/28 

 

საჯარო განხილვები