ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

პროექტები

საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების განვითარებაში

პროექტის მიზანი

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) არის ხუთი პარტნიორი ორგანიზაციიდან ერთ-ერთი, რომელიც ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EU4 Environment (2019-2022) პროექტს. ეს რეგიონული პროგრამა მხარს უჭერს 6 ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) პოლიტიკის დაგეგმვისა და მწვანე ინვესტიციების, ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის სტიმულირებისა და გარემოსდაცვითი ქმედებების სასარგებლოდ ცნობიერების ამაღლებაში. უფრო კონკრეტულად, EU4 Environment–ის კომპონენტის „ცირკულარული ეკონომიკისა და ზრდის ახალი შესაძლებლობების“ კომპონენტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს, განავითაროს მდგრადი საჯარო შესყიდვები (SPP) და დამატებითი ინსტრუმენტები.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების განვითარებაში, მათ შორის, მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, ბიზნეს სექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას სახელმწიფო ტენდერებზე რეაგირების, ეკო-მარკირებაზე წვდომისა და ეკო-ინოვაციების დანერგვისათვის და სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკო-მარკირების სისტემის ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.

მოსალოდნელი შედეგები

1. SPP  სამართლებრივი ნორმები (ცვლილებები PPL პროექტში და შესაბამის წესდებებში) და შედგენილი სახელმძღვანელოები / სახელმძღვანელო მითითებები 

2. პრიორიტეტიზაციის ტრენინგი ბაზრის მზადყოფნის ანალიზთან ერთად, შემუშავებული შესყიდვის სახელმძღვანელო პრინციპები   
3. შეფასებული არსებული ეკო–მარკირების სისტემები

4. ბიზნეს სექტორის შესაძლებლობა მოახდინოს რეაგირება სახელმწიფო ტენდერებზე და გაძლიერებული წვდომა ეკო–მარკირებაზე

5. სექტორის შესაძლებლობების შეფასება ეკო–ინოვაციებთან დაკავშირებით

6. მწვანე ეკონომიკის სასწავლო კურსების  ქართულ ენაზე თარგმნა, დაწყება და ჩატარება.

დონორი - ევრო კავშირი (EU)

განმახორციელებელი - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP)/ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)/ გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE)/ გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)/ მსოფლიო ბანკი/ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)

საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე - გარემოს საინფორმაციო სამსახური; ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge

სასარგებლო ბმული:

ვიდეო კლიპი ეკო-ეტიკეტირების შესახებ - EU4Environment 

https://www.eu4environment.org/what-we-need-to-need-to-know-about-eco-labelling/ 

 

საჯარო განხილვები