ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

კონკურსი ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში

კონკურსი ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში”.
კონკურსი ცხადდება პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს. 

კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. 

კონკურსის წესები 

* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებს. წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი, ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 

* კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომლის განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ კატასტროფებთან მიმართებით და ადგილობრივი თემის ჩართულობას. 

* საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობას/აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსით გათვალისწინებული ჯილდოს თანხობრივი ოდენობით (ბიუჯეტი ასევე უნდა ასახავდეს იმ აქტივობებს, რომლებიც ფულად რესურსს არ საჭიროებს). პროექტის აქტივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - განაცხადების შერჩევა.

II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია.

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა 1200 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სკოლას 800 აშშ დოლარი. 

საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექტორმა.

კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ელექტრონულად შეავსოთ განაცხადის ფორმა (Word-ის ფორმატში). 

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge  

მონაწილეებმა 2024 წლის 21 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს პრობლემის აღწერას, პროექტის მიზნებსა და შედეგებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ელ.ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge, მობ: 598313132).

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში. 

საჯარო განხილვები