ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტის საჯარო კონსულტაციები იწყება

შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტის საჯარო კონსულტაციები იწყება

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალური ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და შავი ზღვის ზონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 28 აპრილისა შემდეგ ელ.ფოსტებზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge; mariam.lomadze@mepa.gov.ge.

საზოგადოების მხრიდან კომენტარების დოკუმენტში სათანადოდ ასახვის მიზნით გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი დოკუმენტი და გვერდი, რომელსაც ეხება თქვენი მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და კომენტარი.

შავი ზღვის ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 28 აპრილს, 15:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონალურ ოფისში (მისამართი: ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა №102ა). ასევე დაინტერესებულ საზოგადოებას საჯარო განხილვაზე დასწრება შეუძლია ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე: 

https://us06web.zoom.us/j/7595406703?omn=84612329242 
Meeting ID: 759 540 6703

   

საჯარო განხილვები