ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 20.12.2019 წლის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, შემუშავდა 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტი, რომლის საჯარო (ონლაინ) განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 18 აპრილს, 11:00 სთ-ზე. 

2022-2026 წლებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2022 წლის 10 აპრილისა. აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე გენადი ჯანგიძე -  genadi.jangidze@mepa.gov.ge.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა შესაძლებელია ZOOM პლატფორმის საშუალებით, შემდეგ ლინკზე - https://us02web.zoom.us/j/88070583688          (Meeting ID: 880 7058 3688).

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე; კერძოდ, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ მოითხოვს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის რეგულარულ, ხუთწლიანი პერიოდით შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 304-ე მუხლის შესაბამისად, თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პერიოდულად შემუშავებას, განახლებას და დამტკიცებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

საჯარო განხილვები